fbbot.app
ქართული ონლაინ მაღაზიებისთვის

კომენტარს პასუხობს მაშინაც, როცა გძინავს

„ფასი?" · „41 გაქვთ?" · „Minda 42 zoma" — ბოტი ცნობს, პოულობს ამ კონკრეტული პროდუქტის ფასს და ზომებს, პასუხობს კომენტარშიც და პირადშიც, და საუბარს შეკვეთამდე მიჰყავს.

როგორ დავიწყო ფასი

რას აკეთებს

ქართულს მართლა კითხულობს

ბრუნვები, შეწებებული სიტყვები, ლათინური ასოებით ნაწერი, აკრეფის შეცდომები, გაწელილი ასოები. ფასიი, სადხართ, ra girs, ფასი?ფეხი 43 მაქვს.44 მინდა! — ყველა ამოიცნობა და ბოლო შემთხვევაში ზომაც სწორად, 44.

ფასი ნამდვილად იცის

პროდუქტის ფასები და ზომები პანელში ან ექსელის ფაილით შეგაქვს. ვისაც საიტი აქვს, ბოტი პირდაპირ იქიდან იღებს. ეს არის მთავარი განსხვავება ზოგად ჩატბოტებთან: ის კონკრეტულ ფასს პასუხობს, არა „მოგწერთ პირადში"-ს.

საუბარს ბოლომდე მიჰყავს

კომენტარზე პირადი პასუხის შემდეგ Messenger-ში აგრძელებს: ზომას ეკითხება, ტელეფონს და მისამართს იღებს და შეკვეთას პანელში აფორმებს.

ადამიანს ადგილს უთმობს

როგორც კი ოპერატორი ან Facebook-ის საკუთარი აგენტი პასუხობს, ბოტი ჩუმდება. ვინც პირველია, ის იმარჯვებს — ორმაგი პასუხი არ ხდება.

თვითონ უმჯობესდება

რასაც ვერ ამოიცნობს, ცალკე სიაში ჩადის — რამდენჯერ იკითხეს და რა ფრაზით. ერთი ღილაკით იქცევა წესად. ორ კვირაში ბოტი შენს მაღაზიას მორგებული იქნება.

როგორ იწყება

  1. დამირეკე ან მომწერე. პირველი ეტაპისთვის გვერდებს ხელით ვაბამ — ასე უფრო სწრაფია და შენ ტექნიკურ ნაწილს არ ეხები.
  2. გახსნი Facebook-ის დეველოპერის ანგარიშს და შექმნი აპს შენს ბიზნესში. ეს ერთჯერადია და დაახლოებით 15 წუთი სჭირდება — ინსტრუქციას ნაბიჯ-ნაბიჯ მოგცემ.
  3. მე ვაბამ გვერდს და ვამოწმებ პირველ პასუხებს შენთან ერთად.
  4. ფასებს შემოგაქვს ექსელის ფაილით ან ხელით.

აპი შენს ბიზნესში რჩება. შენ ხარ მისი მფლობელი, მე — ადმინისტრატორი. ნებისმიერ დროს შეგიძლია წვდომა მომხსნა Facebook-ის პარამეტრებში: Settings & privacy → Settings → Security and login → Business Integrations.

ფასი

თვეში, თითო Facebook გვერდზე. პირველი 14 დღე უფასოდ, ბარათის გარეშე.

ტარიფირა შედისთვეში
საწყისი კომენტარებზე პასუხი · ფასების სია · წესები · ამოუცნობების ანალიზი 29 ₾
მაღაზია + Messenger-ის საუბარი · შეკვეთების აღება · AI-ის დახმარება · გაყიდვის ძაბრი 69 ₾
ქსელი + რამდენიმე გვერდი · საიტიდან ფასების ავტომატური აღება · პრიორიტეტული მხარდაჭერა 149 ₾

AI-ის ხარჯი ფასში შედის — საკუთარი გასაღების აღება არ გჭირდება. Facebook-ის გამოყენება უფასოა.

ხშირი კითხვები

საიტი არ მაქვს, მხოლოდ ფეისბუქის გვერდი. გამომადგება?

დიახ, და სწორედ ასეთი მაღაზიებისთვისაა გათვლილი. ფასებს პანელში ან ექსელით შემოიტან — საიტი საერთოდ არ არის საჭირო.

ფეისბუქის საკუთარ აგენტს ხომ არ შეეჯახება?

არა. აგენტი ფასებს და ზომებს არ იცის, ჩვენ კი ზუსტად ამას ვპასუხობთ. და თუ აგენტმა ან ოპერატორმა უპასუხა, ბოტი იმ საუბარში ჩუმდება.

ბოტი სისულელეს ხომ არ დაწერს?

პასუხების ტექსტი შენ წერ — ბოტი მათ იყენებს. AI სურვილისამებრ ირთვება და იმ შემთხვევაშიც სამი წესი აქვს, რომელსაც შენ ადგენ: ვინ არის, როგორ ლაპარაკობს და რას არ ამბობს. ფასს და ციფრებს არასდროს იგონებს.

თუ გადავწყვეტ შეწყვეტას?

გვერდს Facebook-ის პარამეტრებიდან თვითონვე მოხსნი, ან მომწერ და გამოვრთავ. მონაცემების წაშლა ერთი მოთხოვნაა — აქ.

კონტაქტი

ელფოსტა: gelobero@gmail.com
კითხვებზე იმავე დღეს ვპასუხობ, ქართულად.